ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 4, 2025 15:32 საათი

თბილისი

Jul 4 - Fri
Tbilisi, GE
18°C light intensity shower rain

ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო – New York Times

ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანება გასცა. ამის შესახებ New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„ტვიტერის თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება 1-ელი ნოემბრამდე გაგრძელდება, იმ თარიღამდე, როდესაც თანამშრომლებმა უნდა მიიღონ საფონდო გრანტები, როგორც კომპენსაციის ნაწილი“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ეს მასკს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები.

მანამდე Bloomberg-მა განაცხადა, რომ ტვიტერმა უკვე დაიწყო თანამშრომლების გათავისუფლება მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა კომპანია იყიდა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიისგან გათავისუფლებულია მონაცემთა ინჟინრების მთელი გუნდი.

ცნობისთვის, კომპანიაში 7 500-მდე ადამიანი მუშაობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის