ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:35 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, თუ დასავლეთი შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას – სილვიო ბერლუსკონი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, თუ დასავლეთი შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მშვიდობიანი მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, ყოფილმა პრემიერმა თქვა:

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მომენტში უკრაინა მიხვდებოდა, რომ მას აღარ შეუძლია, იარაღისა და დახმარების იმედი ჰქონდეს და თუ დასავლეთი დაპირდებოდა ასობით მილიარდ დოლარს გამოყოფს მისი ომით განადგურებული ქალაქების აღსადგენად. შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ზელენსკი დათანხმდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები