ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 00:24 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
11°C clear sky

„არ დამავიწყდება, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორაობდნენ ჭორიკანა ქალებივით“ – შალვა ნათელაშვილი ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივაზე საუბრობს, რომლებიც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, რომ გაერთიანდნენ.

ნათელაშვილის თქმით, ეს იდეა წყლის ნაყვაა და გაიხსენა, რომ ოპოზიცია უანგაროდ ერთიანდებოდა მაშინ, როდესაც მის ოფისში იკრიბებოდნენ.

„წყლის ნაყვაა. გაერთიანება სახეზე იყო. ყველა იქ იყო აბსოლუტურად. აერთიანებდათ საერთო მისწრაფება, რომ ივანიშვილი დაემარცხებინათ. აბსოლუტურად უანგარო გაერთიანება გახლდათ, საქართველოს ისტორიისთვის არნახული, რადგან ჩვენი ქვეყანა დააქციეს ამ პარტიულმა გაერთიანებებმა. მრგვალი მაგიდა გავიხსენოთ.

აი, ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ეს ორი ბატონი (ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე) იყო ამ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები. არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას. აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ახლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორაობდნენ ჭორიკანა ქალებივით, ყურში რომ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები