ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 03:13 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C broken clouds

სპეცოპერაციების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქე ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს

როგორც ცნობილია, დღეს დილიდან თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში სპეცოპერაციები მიმდინარეობდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და, ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ქვეყანაში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანას ახდენდნენ. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა,“ – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის