ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 03:01 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C broken clouds

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რაც 2019 წლიდან რიგით მეხუთე არჩევნებია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, განისაზღვრება 25-ე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა, რის შემდეგაც სამთავრობო კოალიციის შექმნის პროცედურა დაიწყება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ არჩევნებზე ხმის მიცემა 6.78 მილიონ ამომრჩეველს შეეძლება.

მთლიანობაში, ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 000 საარჩევნო უბანი იმუშავებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება.

უახლესი გამოკითხვების თანახმად, პარტიულ რეიტინგში არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატი ოპოზიციის ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდია, რომელსაც პარლამენტში 30 მანდატის მიღება შეუძლია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის