ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 02:11 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

„გლობალური კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის გამარჯვებით არის შესაძლებელი“ – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გლობალური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად რუსეთმა უკრაინაში სრულ გამარჯვებას უნდა მიაღწიოს.

მისივე თქმით, „დასავლეთი ქვეყნებს მსოფლიო ომისკენ უბიძგებს“.

„დასავლური ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ  და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა გარანტი მსოფლიო კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინა გადაწყვეტს, დაიბრუნოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა, ეს კი არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და რისკი დღევანდელი რუსეთის დაშლისთვის“, – აცხადებს მედვედევი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის