ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 2, 2025 09:12 საათი

თბილისი

Nov 2 - Sun
Tbilisi, GE
12°C clear sky

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია განადგურებული

ოკუპანტთა თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია განადგურებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით, უკრაინა დაზიანებული ობიექტების აღდგენას შეძლებს.

ენერგოობიექტების ინტენსიური დაბომბვის გამო, რთული ვითარებაა კიევშიც. დედაქალაქში მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებულია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობაც შეზღუდოს. დღეიდან კიევში ტროლეიბუსები აღარ ივლიან და მათ ავტობუსებით ჩაანაცვლებენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის