აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა. ახლა ხმების დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში 169 ადგილით ლიდერობენ, „დემოკრატებმა“ კი 109 ადგილი მოიპოვეს. კონგრესის პალატა 435 წევრისგან შედგება. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს 218 მანდატი სჭირდებათ.
სენატში, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ ამ ეტაპზე 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 43.