ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 22:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს, რომელიც 8 ნოემბერს ჩატარდა

ამ ეტაპზე „რესბუბლიკური პარტია“ ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა ეს უპირატესობა მინიმალურია.

სენატში გამართულ არჩევნებში რესპუბლიკელებს, სავარაუდოდ, 49, ხოლო დემოკრატებს 46 ადგილი ექნებათ. რას შეეხება წარმომადგენელთა პალატას, იქ რესპუბლიკელები 209 ადგილს იკავებენ, ხოლო „დემოკრატები“ 191-ს. ამასთანავე, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 ადგილია საჭირო, ხოლო სენატში – 51.

რაც შეეხება გუბერნატორის არჩევნებს, იქ 24 ადგილს რესპუბლიკელები, ხოლო 22-ს დემოკრატები იკავებენ. ჯორჯიის შტატში მეორე ტური ჩატარდება და ის 6 დეკემბერს არის ჩანიშნული. ამ შტატში პირველ ტურში გუბერნატორობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. ჯორჯიის არჩევნების შედეგებზე სენატში ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული.

ანალიტიკოსების აზრით, ორივე პალატაში უმრავლესობის დაკარგვის შემთხვევაში პრეზიდენტ ბაიდენს გარკვეული სირთულეები შეიქმნება. ამასთანავე, ამ წარმატების შემთხვევაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ კანდიდატურას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე დაასახელებს. ამასთანავე, არსებობს მოსაზრება, რომ რესპუბლიკელების წარმატება ისეთი თვალსაჩინო აღას არის, როგორც ამას თავად პარტიაში ელოდნენ. ამიტომ ტრამპის გარდა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურებს ამ პარტიის სხვა კანდიდატებიც წარადგენენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები