გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მისი თქმით, სწორედ პუტინმა გადახაზა ყველა ის ძალისხმევა, რაც მანამდე გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საკითხში.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ხელს უშლის ამ პროცესს {მოლაპარაკების პროცესს} და უკრაინა არ უნდა წავიდეს დათმობებზე რუსებთან.
„მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებელ ქვეყნების ტერიტორიების წართმევა.
„პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და რომ არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ახლა ეს ჩემია. ამიტომ, დიქტატორული სამყარო არ იქნება, უნდა იყოს განსხვავებული გაგება“, – დასძენს შოლცი.