ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 12:46 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
12°C overcast clouds

„ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები მიზანს ვერ მიაღწევს“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

ერდოღანმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

„ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები მიზანს ვერ მიაღწევს. ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისთიქლალი ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ქვედანაყოფები აგრძელებენ მუშაობას ამ მზაკვრული თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან თავდასხმების გამოსავლენად.

შეიძლება არასწორი იყოს, თუ დანამდვილებით ვიტყვით, რომ ეს არის ტერორიზმი, მაგრამ პირველი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გუბერნატორმა მომაწოდა, აქ ტერორიზმის სუნი დგას“, – განაცხადა ერდოღანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები