ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 22:34 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა დაეცა – Associated Press

Associated Press-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩავარდა და ორი ადამიანი დაიღუპა, შესაძლოა, უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა იყოს.

მათი თქმით, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გასროლილი რაკეტა რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად.

ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების სხვა ანონიმურ კომენტარს იმის შესახებ, რომ რუსულმა რაკეტებმა პოლონეთის საზღვარი სამშაბათს, 15 ნოემბერს გადალახეს.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. პარალელურად, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთში სასწრაფოდ შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტი. მათ გადაწყვიტეს, გაზარდონ ზოგიერთი დანაყოფის მზადყოფნა და განიხილონ ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გამოყენება.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები