უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას პოლონეთში, აფეთქების ადგილზე დაუყოვნებლივი წვდომა სურს.
„ჩვენ მომხრე ვართ პოლონეთში რაკეტის დაცემის ინციდენტის ერთობლივი შესწავლის. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის შესახებ არსებული მტკიცებულებები… უკრაინა ითხოვს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილი იყოს აფეთქების ადგილზე წვდომა“ – წერს დანილოვი.