ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 22:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

პერმის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი, რომელიც გერმანიაში გადავიდა და უკრაინის ომზე ისაუბრა, „ერთიანი რუსეთიდან“ გარიცხავენ

პერმის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი სერგეი ზახაროვი, რომელიც საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, შესაძლოა „ერთიანი რუსეთიდან“ გარიცხონ. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

„პერმის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი სერგეი ზახაროვი მუდმივ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დეპუტატმა რუსეთის ხელისუფლებისა და ომის შესახებ უარყოფითად ისაუბრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარტია „ერთიანი რუსეთის“ რეგიონული ორგანიზაციის მდივნის ვიაჩესლავ გრიგორიევის თქმით, ზახაროვის ქმედებები არასწორია იმ ხალხის მიმართ ვინც ის აირჩია.

მისივე თქმით, მას უკან დასახევი გზა არ ექნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები