ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:20 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

„აგენტების შესახებ კანონს“ მეორე მოსმენაზე ჩავაგდებთ“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გავა და სწორედ მეორე მოსმენის დროს ჩავარდება.

მდინარაძის თქმით, ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს.

„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომლის შესახებაც ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები და შემიძლია უკვე გითხრათ რა მოხდა და ამის შემდეგ როგორ გაგრძელდება პროცესები.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა.

ერთი კანონპროექტი უკვე გამოხმობილია, გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, იმის შესახებ რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს ეს შეიძლება გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ იმისათვის რომ ყოფილიყო ფორმალიზებაც თუნდაც, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით  იქნა მიღებული, როგორც წესი საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამას გიდასტურებთ და ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები