ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 19:31 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

აღნიშნეს აშშ-ში „დემოკრატიული“ წინსვლა, არჩევნებში მიცვალებულების გამარჯვებით – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა. სენატორმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.

„აღნიშნეს აშშ-ში „დემოკრატიული“ წინსვლა, არჩევნებში მიცვალებულების გამარჯვებით. ჩვენ ამ გზაზე უკუსვლა დაგვიწუნეს. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, გვიწუნებდნენ საქართველოს სოციალიზმიდან უკუსვლას. სანამ გზა საბოლოოდ არ აერიათ, ღმერთო შენ უშველე ამერიკას!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

 

ცნობისთვის, სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქარველოს შესახებ განცხადება გააკეთა.

„რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამარწმუნეს, რომ  შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონია, რომ შესაძლოა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ  არის დრო გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა შაჰინმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები