მედვედევის თქმით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთის ხელისუფლებამ დაიწყო ადრე დადებული შეთანხმებების უგულებელყოფა, მათ შორის 1947 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების თავდაცვის მუხლების, ასევე 1992 წლის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საფუძვლების შესახებ ხელშეკრულების შეიარაღებული ძალის გამოყენებისგან უარის თქმის შესახებ.
„ხელშეკრულებას არ აქვს სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან არ არსებობს უარი ისტორიული კომპენსაციის საკითხების დახურვაზე და ფინეთის ამჟამინდელი მთავრობის მორალური პასუხისმგებლობის საკითხის ნათლად დასმაზე მისი წინაპრების ქმედებებისთვის“, – განაცხადა მედვედევმა TASS- თან იტერვიუში სახელწოდებით „ახალი ფინური დოქტრინა: სისულელე, ტყუილი, უმადურობა“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ 300 მილიონი დოლარის ოდენობის რეპარაცია, საიდანაც ფინეთმა რეალურად 226,5 მილიონი დოლარი გადაიხადა, კეთილი ნების გამოხატულება იყო. მედვედევმა დასძინა, რომ ფინელების ამჟამინდელმა თაობამ ეს ჟესტი არ დააფასა.
მან განმარტა, რომ თანხა არ ფარავს მთელ ზარალს, რომელიც კარელიის უზენაესმა სასამართლომ 20 ტრილიონ რუბლად შეაფასა.