ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 12:44 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
15°C clear sky

ალა პუგაჩოვას სიმღერები რუსული რადიოსადგურების ეთერიდან სპეცოპერაციის კრიტიკის შემდეგ ამოიღეს

რუსულმა რადიოსადგურებმა რუსეთის პოპვარსკვლავის ალა პუგაჩოვას სიმღერები ეთერიდან მოხსნეს.  ინფორმაცია ჟურნალისტებს მოსკოვის რადიოსადგურის ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წყარო აცხადებს, რომ უმეტესწილად პუგაჩოვას სიმღერების ეთერიდან მოხსნა მის პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვა და მისი მეუღლე შოუმენი მაქსიმ გალკინი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ღიად დაუპირისპირდნენ.

ამასთან, რუსული მედია წერს, რომ ვარსკვლავს „სპეცოპერაციის“ შესახებ აზრის გამოთქმის არასოდეს ეშინოდა და არც ერიდებოდა.

ალა პუგაჩოვამ კრიტიკოსებს განცხადებით უპასუხა და ასე მიმართა : „ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები