ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 14, 2024 15:38 საათი

თბილისი

სექ 14 - შაბ
Tbilisi, GE
28°C clear sky

ალან გაგლოევი – სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია

„სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე რეალური და პერსპექტიული ვარიანტია“. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ამჟამად ბელარუსთან თანამშრომლობის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე  ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტში და სხვა სფეროებში კონტაქტებზეა საუბარია. მომავალში ბელარუსის რესპუბლიკასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ვგეგმავთ“, – განუცხადა გაგლოევმა გამოცემა „იზვესტიას“.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების შესაძლებლობას, გაგლოევის თქმით, ამ ეტაპზე ეს თემატიკა დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის დონე შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით დაახლოების პოლიტიკას განაგრძობენ. თუ გაჩნდება პირობები, რომლის დროს რუსეთის შემადგენლობაში ჩვენი რესპუბლიკის გაწევრიანება აქტუალური გახდება, მაშინ ამ საკითხზე სტრატეგიულ პარტნიორთან კონსულტაციებს გავმართავთ. რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ოსი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.

რაც შეეხება თბილისთან კონტაქტებს, გაგლოევი ამბობს, რომ საქართველო 15 წლის განმავლობაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს.

„საქართველოში დღემდე მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ბლოკადა ხორციელდება საქართველოს მხრიდან. საქართველო დასავლეთის ქვეყნების დახმარებით ჩვენი რესპუბლიკების საერთაშორისო იზოლაციას განაგრძობს. თბილისის ეს პოზიცია პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს. ამის ნაცვლად ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ 2030 წელს საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – ამბობს ალან გაგლოევი.

მისი თქმით. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოკავშირეებისა და მეგობრების მხრივ საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მისი გზა – რუსეთთან ინტეგრაციაა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები