ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 12:28 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
26°C clear sky

ალექსანდრ ლუკაშენკო: „სამწუხაროდ, ესტონეთში არასდროს ვყოფილვარ… იმედია გადავრჩები“

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ირონიული კომენტარი გააკეთა იმ  ამბავზე, რომ ესტონეთმა მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურის პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა.

მანამდე ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ბელარუსის 273 მოქალაქეს, მათ შორის ლუკაშენკოს, შეუზღუდავად აეკრძალოს ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა. ეს გადაწყვეტილება ტალინის სანქციებზე „პოზიტიური ცვლილებების არარსებობის“ მიზეზით იქნა მიღებული.

TAСС-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სიტყვასიტყვით ასე თქვა:
„სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ ესტონეთში… და ახლა, როცა სანქციები დააწესეს, სულ ვფიქრობ – გადავრჩები კი?“

ლუკაშენკომ თვითონ ახალი ამბავი ირონიულად „ხმაურიანად“ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ წახალისებულიყვნენ ესტონური მოქალაქეობის მიღებისკენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის