ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 03:14 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
4°C clear sky

ალექსეი ნავალნი განსაკუთრებით მასშტაბურ თაღლითობაში დამნაშავეთ სცნეს

კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ განსაკუთრებით მასშტაბურ თაღლითობაში დამნაშავეს ცნო. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

„ნავალნიმ ჩაიდინა თაღლითობა. საუბარია სხვისი ქონების ქურდობაზე მოტყუებით და მასზე ნდობის მოპოვებით“, – აღნიშნულია მოსამართლე  მარგარიტა კოტოვას მიერ გამოცხადებულ განაჩენში.

განაჩენის თანახმად, სასამართლომ ნავალნის ბრალეულობა დაადგინა განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის ოთხივე ეპიზოდში.

ასევე, ოპოზიციონერს ბრალი წაუყენეს მართლმსაჯულების უპატივცემულობაში. რა დასკვნები გამოიტანა სასამართლომ ამ ბრალდებასთან და ასევე ნავალნის სასჯელთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, სახელმწიფო პროკურატურა მიიჩნევს, რომ ნავალნიმ სასჯელი მკაცრი სასჯელის კოლონიაში უნდა მოიხადოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის