ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 30, 2025 01:44 საათი

თბილისი

Jan 30 - Thu
Tbilisi, GE
-0°C clear sky

„ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური სარჩული“ – ნინი ბადურაშვილი „იმედიდან“ წასვლაზე

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო, თუმცა, ამის შესახებ საჯაროდ დღეს განაცხადა.

ნინი ბადურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს მის ძირითად პროფესიას დაუბრუნდეს და კარიერა კვლავ მუსიკალურ სფეროში გააგრძელოს, თუმცა, ამის მიუხედავად მომღერლის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად აფასებს.

მომღერალი ამბობს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური საბაბი.

ნინი ბადურაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მისი ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლა არ დაუკავშირონ პოლიტიკას:

„დიახ, ვადასტურებ, რომ ტელეკომპანია „იმედში“ აღარ ვარ, დაახლოებით, 3 კვირის წინ ბოლო გადაცემა ჩაიწერა და ახლა ჩაწერილი გადაცემები გადის. თებერვლიდან ეკო ფანგანი წაიყვანს გადაცემას ჩემს მაგივრად“, – აღნიშნა ბადურაშვილმა.

ბადურაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტელეკომპანია „იმედი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო დატოვა

კითხვაზე, მოახდინა თუ არა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა, ბადურაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ „პოლიტიკა არაფერ შუაშია“.

„ჩემი თხოვნაა, ამას არ დაუდონ პოლიტიკური სარჩული, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, ეს ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში, დიდი გამოცდილება მივიღე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იყო „პრაიმშოუში“, ამ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდა ტელეკომპანია „იმედში“ ჩემ მეგობრებთან ერთად. 

ახლა კი მინდა ჩემ ძირითად პროფესიას დავუთმო დრო, რასაც აქამდე ვაკეთებდი… კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური სარჩული“, – ამბობს ნინი ბადურაშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის