ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:15 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ამ ყველაფრის იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე ასახვა უსამართლოა – იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა

იაპონიამ გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება, ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაიწყო და ამ ყველაფრის იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე ასახვა უსამართლოა. ინფორმაციას დასავლური მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

„მთელი ეს ვითარება შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად და რუსეთის პასუხი ამ ყველაფრის იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე ასახვაზე უკიდურესად უსამართლო და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

ინფორმაციისთვის, ოფიციალური მოსკოვი იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს, რაც დაკავშირებულია ანტირუსულ სანქციებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

სამინისტროს განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთი წყვეტს იაპონიის მოქალაქეებისთვის სამხრეთ კურილის კუნძულებზე უვიზოდ გამგზავრებას.ასევე, ბლოკავს იაპონიის, როგორც პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში სექტორული დიალოგის მიმართულებით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები