“აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ლიდერზე იმას ადასტურებს, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ყველაფერი კარგად არ აქვთ სინდისთან მიმართებაში” – “ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვი გამოეხმარურა ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ვლადიმერ პუტინს, მან სამხედრო დამნაშავე უწოდა.
“ეს განცხადება, უპირველესად, იმაზე მეტყველებს, რომ ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომლებიც ერაყის ომის სათავეებთან იდგნენ ცნობილი საბაბით, რომლებმაც დააქციეს ლიბია ნატოს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც შეიჭრნენ სირიაში, ამ პოლიტიკოსებს, საერთოდაც, სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ“ , – განაცხადა ლავროვმა