უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ ერმაკმა Suspilny-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის, მან უპასუხა, რომ ჯერ არა.
ერმაკის თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა ძლიერი უნდა იყოს და შემდეგ შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან თანაბარ პირობებში საუბარს.
„გვაკლია ის სტატუსი, რაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში მოწვევაზე და მკაფიო გარანტიებზე“, – აცხადებს ანდრეი ერმაკი.