ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 00:28 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
23°C clear sky

ანდრეი პიონტკოვსკი: ტრამპის ე.წ. გეგმა არის პუტინის გეგმა, აიძულოს უკრაინა დათმოს თავისი ტერიტორია

აშშ-ში მცხოვრები, რუსი ექსპერტი და პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო არჩევნებში წარდგენილი კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინის კაპიტულაციის გეგმაზე ბევრს მუშაობს.

პიონტკოვსკის აზრით, ტრამპ-პუტინის გეგმის ნაწილია უკრაინის კაპიტულაცია და მისი ტერიტორიული დაყოფა.

„არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ტრამპის ვიცე-პრეზიდენტენტობის კანდიდატის ჯეიმს დევიდ ვენსის წარდგენა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მისი საქმიანობა უკრაინის დახმარების ბლოკირებაში“, – აღნიშნა მან.

ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებით, შემთხვევითობა არ არის ის ფაქტი, რომ ბიქტორ ორბანი, დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი ერთ გუნდს წარმოადგენენ.

„ორბანი, ტრამპი და ვენსი არის ის გუნდი, რომელიც გაძლიერებულად მუშაობს უკრაინის ჩაბარების გეგმაზე. ტრამპის ეგრეთ წოდებული 24-საათიანი გეგმა არსებითად არის პუტინის გეგმა, აიძულოს უკრაინა დათმოს ტერიტორია და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე“, – დასძინა ანდრეი პიონტკოვსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები