ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 14:30 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

ანტირუსული სანქციები ზიანს აყენებს გლობალურ ეკონომიკას- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ანტირუსული სანქციები ზიანს აყენებს გლობალურ ეკონომიკას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაწესებულ სანქციებს არალეგიტიმურს და უკანონოს უწოდებს.

„ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, უპრეცედენტო სანქციები, რომლებიც დასავლეთმა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და რომელიც ძალიან მძიმედ ურტყამს, პირველ რიგში, გლობალურ ეკონომიკას. მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, სასუქების და სხვა მრავალი მომხმარებელი“, – განაცხადა  სერგეი ლავროვმა საკონტაქტო ჯგუფთან პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დასავლეთთან სასაუბროდ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები