„აფხაზეთის უმაღლესი ორდენი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ წევრს მიანიჭეს“. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაას“ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
განცხადება სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის უმაღლესი ორდენით – ღირსების და დიდების ორდენით დააჯილდოვა. ვეტერანები აცხადებენ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მომენტიდან ანქვაბი ცნობილია თავისი საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით და ის არის საქართველოს კომუნისტური პარტიის კურსდამთავრებული.
„ანქვაბის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, როდესაც ის აფხაზეთს შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა და იარაღი აფხაზეთის უშიშროების სამსახურს გადასცა, რომელსაც ავთანდილ იოსელიანი ხელმძღვანელობდა.
„არუაამ“, ასევე, გაიხსენა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას განცხადებები, რომელმაც ანქვაბი იმაში დაადანაშაულა, რომ მან საქართველოს გეგმების შესახებ იცოდა და ამის თაობაზე აფხაზეთის ხელისუფლება არ გააფრთხილა.
„არუაა“ ციტრუსების კამპანიის წარუმატებლობას, აფხაზეთის ჩაის განადგურებას, მუდმივ ენერგოკრიზისს და პანდემიის დროს არასწორ მოქმედებებს, ასევე, ანქვაბის საქმიანობას უკავშირებს. ვეტერანთა ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი თაობები ალექსანდრე ანქვაბს ყველა ჯილდოს წაართმევენ და სათანადოდ შეაფასებენ მის ქმედებებს, რომლებიც „აფხაზეთის სახელმწიფოს განადგურებისკენ არის მიმართული“.