ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 3, 2025 07:11 საათი

თბილისი

Aug 3 - Sun
Tbilisi, GE
23°C clear sky

აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია – კახა კალაძე

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც ჩვენი, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, საქართველოში ბელარუსის ელჩი უკვე დაბარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის