ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 03:27 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
16°C clear sky

აფხაზურ კრიპტოფერმებს შეუძლია საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ – „Amra Life“

აფხაზური გვერდი „Amra Life“ ტელეგრამის პირად გვერდზე ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესზე“ არსებული პრობლემების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „საქართველო და აფხაზეთი შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.

აფხაზური გვერდი აღნიშნავს, რომ აფხაზ მაინერებს შეუძლიათ გაანადგურონ თავიანთი კრიპტოფერმები და საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ.

ამასთან, „Amra Life“-ი წერს, რომ კავკასიაში ყველაზე დიდი, ჰიდროელექტროსადგური კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„Amra Life“ განმარტებას აკეთებს იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია პრობლემები ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურზე.

„პარაზიტები. აფხაზ მაინერებს შეუძლიათ გაანადგურონ თავიანთი კრიპტოფერმები და საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ. აფხაზეთი და საქართველო შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. კავკასიაში ყველაზე დიდი, ჰიდროელექტროსადგური კრიტიკულ მდგომარეობაშია, ცოტაც და მისი მუშაობა შეჩერდება. ვინ მიიყვანა ჰიდროელექტროსადგური ამ კატასტროფამდე?“, – წერს „Amra Life“

ელექტროსადგურზე პრობლემების გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ ამინდს უკავშირდება, არამედ ელექტროენერგიის უზარმაზარ მოხმარებას ოკუპირებულ აფხაზეთში.

„ახლა ჰესის რესურსების 80%-ს აფხაზური მხარე იღებს, დანარჩენი 20%-ს ქართული მხარე. თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შემდეგნაირად გაენაწილებინათ – 60% აფხაზური მხარე, ხოლო 40% ქართული მხარე. პროპორციები ყოველთვის იცვლება. მათ შორის იმის გამო, რომ აფხაზეთის კრიპტო-ფერმები რესურსებს დიდი რაოდენობით იპარავენ“, – აცხადებს „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი ლევან აცხადებს მებონია. 

ამასთან, „Amra Life“-ის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურებზე შეფერხებები მუდმივად ხდება.

„ივნისში აფხაზეთის ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, საქართველოში კი თბილისი ძალიან დაზარალდა. გასულ წელს ბრიუსელმა დააფინანსა სადგურის ძირითადი რემონტი. რუსეთი კი უკვე მუდმივი სპონსორი გახდა. გასაკვირი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში მაინერების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის. 

საქართველო, მაინინგის წახალისებით და ბიუჯეტის შევსებით, უფრო მეტს იგებს. რუსეთს მობეზრდა აფხაზური პრობლემები, ხელისუფლებას მობეზრდა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მუდმივი დახმარება“, – იტყობინება „Amra Life“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები