ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 19:00 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
6°C broken clouds

აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს

აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს, – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, აფრასიძეების საქმეზე კომისიის დასკვნა შესაძლებელია თუ არა გახდეს კონკრეტული სუბიექტების და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საფუძველი და აღნიშნა, რომ ამის დიდი იმედი აქვს.

„დიდი იმედი მაქვს ამის, რადგან გიორგი ბარამიძის და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის, ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაციები არსებობს, რომ ერთმა დაკვეთა გააკეთა, დაკვეთის ავტორია. მას თავად აქვს აღიარებითი ჩვენება მიცემული საჯაროდ პრეზიდენტობის პირობებში, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროს ხსნიდა, იქ თქვა, რომ დიახ, მე დავუკვეთე აფრასიძეების წინააღმდეგ ეს სპეცოპერაცია და ასევე, გიორგი ბარამიძე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ჯერ ქუთაისის აეროპორტიდან და შემდეგ უკვე ადგილზე ამ პროცესებს. დღეს გავიხსენეთ ის აბსოლუტურად ცინიკური მიდგომა, რაც ჰქონდა, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება, რაც მოხდა, რეალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ორი სახლი. ერთ სახლში არის დაჭრილი ევგენი აფრასიძე, ჯერ კიდევ ცოცხალი. ამ სახლს უკიდია ცეცხლი და შიგნით იწვის ცოცხალი ადამიანი. შეგროვილ მეზობლებს არ უშვებენ, რომ გამოარიდონ ხანძარს ჯერ კიდევ ცოცხალი დაჭრილი ადამიანი. მისი ორი შვილი გამოყვანილი ჰყავთ ხელბორკილებით და ერთ-ერთი იქვე დახვრიტეს ისე, რომ ის ხელბორკილებით წინააღმდეგობას ვეღარ და აღარ უწევდა. მეორე დასერეს დანებით და გადააფარეს უკვე ზეწარი, რომ გარდაცვლილიაო და როდესაც სხეული შეირხა, მიხვდნენ, რომ ცოცხალია და ამ დროს იმდენი მეზობელი იყო შეკრებილი, რომ ვეღარ მოკლეს. წაიყვანეს ქუთაისში და აბსოლუტურად ნარკოზის გარეშე, დაგვიანებით ჩაუტარეს ოპერაცია და ამ ყველაფრის ფონზე, რაც იქ ხდება, რაც მე ახლა აღვწერე, შს მინისტრი გიორგი ბარამიძე მეზობლებს სთხოვს კუბდარის მომზადებას, რომ სვანეთისთვის დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობა გამოიჩინონ. შესაბამისად, მტკიცება ყველაფრის იმის შესახებ, რომ ის იქ არ იმყოფებოდა, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა და ა.შ, არის ტყუილი მცდელობა და ვფიქრობ, რომ ამ ორი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, შესაძლებელია, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, განხილვა მაინც სისხლის სამართლებრივი წესით“, – განაცხადა წულუკიანმა.

2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის