თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკის განცხადებით, ამ კვირაში ევროპაში საგანგებო სამიტებისთვის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტიჯო ბაიდენი, არ გეგმავს უკრაინაში გამგზავრებას .
“ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევის უწყვეტობაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, – დაწერა ფსაკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდიც, რომლის თანახმადაც „ეს არ განიხილება“.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 მარტს CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში იქნება “ჩვენდამი სოლიდარობის სიმბოლო”. პოროშენკომ დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი “უკიდურესად სწორი ნაბიჯი იქნება იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ”.