საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში, ძალიან საინტერესოა. ამას აუცილებლად გავარკვევთ – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში, ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები იქნა გამოყენებული. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით არცერთ შსს-ს თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.