ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 02:08 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

„არ გვინდა რუსეთს ზიანი მივაყენოთ, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემთ, სანქციები დაგვიწესონ“ – სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს ჩეხურ ჟურნალ Respekt-თან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, სომხეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდის შესახებ ჰკითხეს. ამის პასუხად, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბევრი საქონელი, რომელიც მანამდე პირდაპირ რუსეთში იგზავნებოდა, ახლა იქ სომხეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების გავლით ხვდება.

„მაგალითად, სასმელები, რომლებიც სანქციებს არ ექვემდებარება და პრობლემა არ არის [მათი შეტანა]. 2022 წლის თებერვლამდე მათ პოლონეთიდან და ბელარუსიდან აგზავნიდნენ, ახლა სომხეთიდან. საქმე მხოლოდ მარშრუტებში არ არის – ევროპელი ექსპორტიორების უმეტესობა უარს ამბობს რუსულ ბაზართან პირდაპირ თანამშრომლობაზე, ხოლო რუს ექსპორტიორებს არ შეუძლიათ პროდუქტების პოლონეთში შეტანა. ასე რომ, სრულებით ახალი ლოგისტიკური მარშრუტები შეიქმნა, მათ შორის, სომხეთის ტერიტორიიდან, თუმცა იმ  საქონელთან მიმართებით, რომლებიც სანქციებს ექვემდებარება, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამჭვირვალე ვიყოთ, ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან, აშშ-სთან და თავად რუსეთთან“, – აცხადებს ფაშინიანი. 

სომხეთის პრემიერის თქმით, მათ არ უნდათ, რუსეთს ზიანი მიაყენონ, მაგრამ არც სანქცირებულთა სიაში მოხვედრა სურთ.

„ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ, რუსეთთან ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გვაქვს და სომხური ბიზნესი სიამოვნებით მონაწილეობს იმ პროგრამებში, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიქნა. ჩვენ სიამოვნებით ვაკმაყოფილებთ რუსეთის მოთხოვნას ყველგან, სადაც თავისუფალი სივრცეა, სანქციები კი ჩვენი წითელი ხაზებია და მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს – არ გვინდა ზიანი მოგაყენოთ, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემთ, სანქცირებულთა სიაში მოვხვდეთ. ეს საიდუმლო არ არის“, – აცხადებს ფაშინიანი. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები