გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები ლიეტუვის საელჩოსთან მივიდნენ.
მათ ჯერ ლგბტ თემის დროშა, შემდეგ კი ევროკავშირის დროშა დახიეს, რის გამოც პოლიციამ ფალავანდიშვილი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სულ სამი პირი.
ლიეტუვის საელჩოსთან მისული პირების მთავარი მოთხოვნა იყო – „არა ბილწ ევროკავშირში შესვლას“.