ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 03:38 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
4°C clear sky

არახამია და ტიმოშენკო, შესაძლოა ჰუმანიტარული ტვირთის მითვისებაში იყვნენ გარეული – RTVI

ზაპოროჟიეს ოლქში მოპარული და გაყიდული ჰუმანიტარული ტვირთის კრიმინალური ისტორია, შესაძლოა, სკანდალურ თემად იქცეს. უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის დეტექტივებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თაღლითურ სქემაში, შესაძლოა, გარეულნი იყვნენ პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკები და დეპუტატები მმართველი პარტიიდან. ინფორმაციას  RTVI ავრცელებს.

RTVI -ის ინფორმაციითვე, ანტიკორუფციული ბიუროს ვარაუდით, კორუფციულ სქემაში შესაძლოა, მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.

პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას “დაუსაბუთებელი აბსურდი” უწოდეს.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეში მიმდინარეობს საგამოძიებო მოკვლევა დაკარგული 22 საზღვაო კონტეინერის, 389 მატარებლის ვაგონისა და 220  ტრაილერის საქმეზე.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის