„მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას ამერიკის ელჩი თუ მიბრძანებს ამას!“ – აღნიშნული ფილოსოფიის ადამიანები არიან ენჯეოებში, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაში და ისინი იბრძვიან ხელისუფლებისთვის იმისათვის, რომ საკუთარი თავისუფლების შემდეგ, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტიც“, – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებას.
მისი თქმით, საჯარო სივრცეში არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეცილებიან მონობაში, ვინ შეასრულებს უკეთ ნებისმიერ დავალებას, თუნდაც ანტისახელმწიფოებრივს და ვინ იქნება უკეთესი აგენტი.
„ეს არ არის მხოლოდ იაგო ხვიჩიას პერსონალური მიდგომა, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის დამახასიათებელი სინდრომი. (ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქია) საჯარო სივრცეში არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეცილებიან მონობაში, ვინ შეასრულებს უკეთ ნებისმიერ დავალებას, თუნდაც ანტისახელმწიფოებრივს და ვინ იქნება უკეთესი აგენტი. მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას ამერიკის ელჩი თუ მიბრძანებს ამას! აღნიშნული ფილოსოფიის ადამიანები არიან ენჯეოებში, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაში და ისინი იბრძვიან ხელისუფლებისთვის იმისათვის, რომ საკუთარი თავისუფლების შემდეგ, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტიც.
ისინი, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახურებაში იღებენ ხელფასს და თავხედურად გვთავაზობენ ასეთ ლოგიკას, რომ ამერიკის აგენტობა – პატრიოტიზმის უმაღლესი მწვერვალია, ხოლო რუსეთის აგენტობა – მოღალატეობა. რა თქმა უნდა არავითარი სხვაობა არ არის, რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებს აყენებ, საკუთარ ქვეყანაზე მაღლა! ლიაკა ხოშტარიასა და ბათუ ქუთელიას შორის, მხოლოდ მიღებულ ვალუტაშია სხვაობა. ორივე უცხო ქვეყნების მიერ არის დაქირავებული და ეს ხელს არ უშლის მათ იყვნენ ერთ პარტიაში… ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქია – ამ გაგების პოლიტიკოსებით ქვეყანას ვერ ავაშენებთ! ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია!“- წერს ვატო შაქარიშვილი.