ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:35 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

არჩილ თალაკვაძე: მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც არჩევნების გვერდის ავლით სურს ხელისუფლებაში დაბრუნება, არასწორი გზით მიდიან, რისი დასასრულიც 2024 წლის არჩევნები იქნება

ერთმანეთთან რომ დაფრინავენ, ერთმანეთს თანაუგრძნობენ, ერთმანეთზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან ამ დესტრუქციულ გეგმებში, ეს არახალია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.

„როგორც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების, ისე ამერიკის მთავრობის, FARA-ს საფუძველზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით აღმოჩნდა, რომ ნახევარი მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კონტრაქტში, საქართველოს გასაშავებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად იყო გადახდილი. ასეთი ტიპის აქტივობა, ბუნებრივია, ვერ შედგება დავით კეზერაშვილს მოკავშირეები რომ არ ჰყავდეს აქ, ადგილობრივ, ქართულ პოლიტიკაში, რადიკალურ ოპოზიციაში. ისინი რომ ერთმანეთთან დაფრინავენ, ერთმანეთს თანაუგრძნობენ, ერთმანეთზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან ამ დესტრუქციულ გეგმებში, ეს არახალია. მინდა, ვუთხრა ყველას, ვისაც არჩევნების გვერდის ავლით სურს ხელისუფლებაში დაბრუნება; ვისაც საქართველოს ინტერესების დაზიანებით წარმოუდგენია საკუთარი წარმატება, არასწორი გზით მიდიან. ამ არასწორი გზის დასასრული იქნება 2024 წლის არჩევნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები