ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 5, 2023 14:00 საათი

თბილისი

ივნ 5 - ორშ
Tbilisi, GE
30°C clear sky

არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ თავდაღმართში

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ თავდაღმართში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ამ პარტიაში ხდება, მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გაკოტრებულია.

„მათ არ აქვთ მომავლის გეგმა, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და დაკავებული არიან დესტრუქციული პროცესებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია მოქალაქეების საჭიროებებს, ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გადახედონ პოლიტიკურ სპექტრს და მისცენ საშუალება ახალ პარტიებს, რომლებიც ბევრად მეტად არიან ორიენტირებული მათ საჭიროებებზე,”- განაცხადა თალაკვაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები