თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა და ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად ჩანს და გასაგებია თუ რატომ ა რის ასეთი ყურადღებით ჩვენი ხელისუფლება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე.
„განსხვავება ის არის, რომ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ ამას მოაყოლა ძალიან უხეში თავდასხმები და კრიტიკა საკუთარ ხელისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. რაც სხვა ქვეყანაში ნორმალურ შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს. მისივე თქმით, რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა.