ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2025 14:37 საათი

თბილისი

May 3 - Sat
Tbilisi, GE
23°C scattered clouds

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს და ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასამართლომ მას ასევე სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ბრალდება ეხებოდა თაღლითური სქემის შექმნას, რომლის შედეგადაც ხელისუფლებამ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის პრეზიდენტობის დროს 1 მილიარდი დოლარი მიითვისა. სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებაში, რომელიც 12-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

 

განაჩენი ვერ ამოქმედდება აპელაციის განხილვამდე, ამჟამად არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაჩენი გააკრიტიკა და საკუთარ თავს „სასამართლო მაფიის“ მსხვერპლი უწოდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ კენჭს არ იყრის მომავალ წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელსაც უკვე იკავებდა 2007-2015 წლებში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის