ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 18:22 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
26°C clear sky

არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა – არჩილ თალაკვაძე

„არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში, კრიტიკული რეზოლუციის წარდგენას, სადაც საუბარია პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმში.

„სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები, კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები