კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სურვილია ბიძინა ივანიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვოს. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება.
„ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“. ამ დროს გამოჩნდება როგორ არ ასვენებს ადამიანს ბოროტი. ასეთი რა ვალი დაიდო ამ ჩვენმა ცოდვით სავსე იანმა, დღემდე რომ უწევს გადახდა. ნეტა თავისი სამშობლოს ბედი თუ ადარდებს მისტერ კელის ისეთი ვნებით, როგორც ჩვენი?!“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ოლიგარქთა სიაში ბიძინა ივანიშვილი არ მოიაზრება.
იან კელი წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს, რომლის დეოლიგარქიზაციაზეც ევროპარლამენტი საუბრობდა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი, კანონპროექტს „ევროინტეგრაციის სიმულაციას“ უწოდებს და წერს, რომ ამით დასავლეთში არავინ მოტყუვდება.
„მათ უნდათ, [დეოლიგარქიზაციის] კანონს მიღმა დატოვონ ერთი ბიჭი, რომელიც ევროპარლამენტს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება“, – წერს იან კელი.