ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 19:39 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C clear sky

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, შესაძლოა, ბირთვული საფრთხის ზრდა გამოიწვიოს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო და შეერთებული შტატები შეპყრობილი არიან რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ იდეით და არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, ასეთმა დაპირისპირებამ ბირთვული საფრთხის ზრდა გამოიწვიოს.

ლავროვის თქმით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეული არის კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, ასევე, სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯის მთავარი ინიციატორი. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას“, – აცხადებს ლავროვი. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები