უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
როგორც სიარტო აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ის დაარწმუნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ბუდაპეშტის წინააღმდეგ ადრე შემოღებულ სანქციებს გააუქმებს.
„ამერიკის ახალი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ისევე როგორც უნგრეთის მთავრობა, ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. არ ვმალავთ, რომ წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მტრად აღგვიქვამდა, ამიტომ მათ რამდენიმე ზომა მიიღეს ჩვენს წინააღმდეგ.
ჩემმა ახალმა კოლეგამ აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიომ დამარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობების სისტემა განახლდება. ეს მოიცავს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების მიერ შურისძიების მიზნით ადრე მიღებული ზომები გაუქმდება. საერთო ჯამში, ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი შედგა და გაძლიერდა მოლოდინი, რომ მომავალი წლები ახალ ოქროს ხანას მოიტანს უნგრულ-ამერიკულ პოლიტიკურ ურთიერთობათა სისტემაში“, – წერს სიარტო.