უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ იარაღის წარმოება უკრაინისთვის დახმარების გასაზრდელად
საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ კონგრესში რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების განახლება არ იქნება საკმარისი რუსეთის დასამარცხებლად.
„ვერცერთი ცალკეული დახმარების პაკეტი ვერ შეაჩერებს რუსებს. რუსეთს რაც გააჩერებს, არის მთელი უკრაინის და მისი პარტნიორების ერთიანი ფრონტი“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
კულებამ მოუწოდა დასავლეთს გაზარდოს იარაღის წარმოება, როგორც ეს გააკეთა უკრაინამ, რადგან რუსეთი ათჯერ მეტ იარაღს აწარმოებს კიევში საჰაერო თავდაცვის დეფიციტის ფონზე.