ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 5, 2022 02:34 საათი

თბილისი

ოქტ 5 - ოთხ
Tbilisi, GE
16°C clear sky

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთსქესიანთა დაცვის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ამ კანონს სენატში. მანამდე ერთსქესიანთა ქორწინებას აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომაც დაუჭირა მხარი.

„ქორწინების პატივისცემის აქტს“ 267 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 157-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ის ყველა შტატს, რომ მან ერთსქესიანთა ქორწინება აღიარონ. მან 1996 წელს მიღებული ფედერალური კანონი უნდა შეცვალოს, რომლის მიხედვით „ქორწინება არის კავშირი ერთ კაცსა და ერთ ქალს შორის“.

ამასთანავე, სენატში ამ კანონის მიღება გარანტირებული არ არის. კონგრესის ზედა პალატაში დემოკრატებს 100 ადგილი აქვთ და კანონის დასამტკიცებლად „რესპუბლიკელების“ 10  ხმა დასჭირდებათ.

აბორტების აკრძალვის და დაშვების საკითხი, ასევე ლგბტ და სხვა უმცირესობების  უფლებების დაცვის თემა აშშ-ში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ბევრი კონგრესმენი და სენატორი ამ თემებზე საარჩევნო კამპანიას აგებს.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები