„შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშ, ისრაელი ცოტა ხნის წინ დათანხმდა მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების „სტრატეგიული მასალების“ დაფინანსებას, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის ძალისხმევას“, – ვკითხულობთ სტატიაში.
Haaretz-მა სამი ევროპელი ოფიციალური პირისგან შეიტყო, რომ შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართა ისრაელის მთავრობას და აიძულა იგი რუსეთისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ამერიკელებს სურდათ, ისრაელს უკრაინისთვის საზენიტო ბატარეები მიეწოდებინა. თუმცა, ორ მთავრობას შორის მოლაპარაკების შედეგად, შეთანხმდნენ სტრატეგიული მასალების დაფინანსებაზე.
„სტრატეგიული მასალები“ უკრაინას ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, გავლით გადაეცემა.