თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარამ უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, უკრაინისთვის გადაეცათ რუსეთისგან ნაყიდი C-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემები.
ჩავუშოღლუს განმარტებით, იმის გამო, რომ რუსული თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო თურქეთი F-35 ერთობლივი პროგრამიდან უნდა გარიცხულიყო, აშშ-მ ოფიციალურ ანკარას შესთავაზა, თავდაცვის სისტემებზე კონტროლი მისთვის, ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის გადაეცა. „ამერიკამ გვთხოვა, С-400 უკრაინაში გაგვეგზავნა, ჩვენ კი უარი ვუთხარით“, – მოჰყავს ადგილობრივ გამოცემას მევლუთ ჩავუშოღლუს სიტყვები.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში C-400-ის თავდაცვის სისტემების გაგზავნა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.