ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 09:01 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
9°C clear sky

აშშ მეორე ფრონტის გახსნის გამო საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მორიგი ავანტიურული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი აშშ-ის საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

არძინბა ამბობს, რომ ჯონ პენელი, რომელიც მანამდე უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა, აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში სწორედ USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.

„მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ  გახსნან ე.წ. მეორე ფრონტი“, – აცხადებს ინალ არძინბა.

დასავლურ სტრუქტურებზე საუბრისას არძინბამ განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ყველგან ერთი პრინციპით მოქმედებენ.

მისი თქმით, ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები